logo
ENG



მესამე თვეა ბაღი დაკეტილია - კახეთის გზატკეცილზე საპროტესტო აქცია გაიმართა

23 იან 202018:24
3 წუთის საკითხავი
 

კახეთის გზატკეცილზე საპროტესტო აქცია გაიმართა. მშობლები 76-ე ბაგა ბაღისგან ექსპერტიზის დასკვნის პასუხის გასაჯაროებას მოითხოვენ. 76-ე ბაგა ბაღი ბიო გაზის გამოდინების გამო 18 ნოემბრიდან არის დაკეტილი. ექსპერტიზის დასკვნით დგინდება არის თუ არა საშიში ბავშვებისთვის იქ ყოფნა.

"მესამე თვეა ბაღი დაკეტილია, მაგრამ პასუხი ვერ დაიდო. ამდენი ბავშვია ჰაერში დარჩენილი. აქ სხვა ბაღი არაა",-აღნიშნავს აქციის მონაწილე. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ არსებული მდგომარეობა გამოწვეულია ბაგა ბაღის გასხვისების მიზნით.

"არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ ბაღის გასხვისებას აპირებენ. ერთადერთი ბაღი აქვს ორხევს და რეალურად ეს ადგილი დარჩება მსგავსი მომსახურების გარეშე",-განმარტავს ბესო გაზდელიანი. 


close დახურვა