logo
ENG



მესტიაში 13 წლის მოზარდი ცეცხლსასროლი იარაღით გარდაიცვალა

23 მარ 202015:40
3 წუთის საკითხავი
 
s234tsp66refzk3.jpg

მესტიაში, ლატალის თემში 13 წლის მოზარდი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს იარაღი გაუვარდა და თვითდაზიანება მიიღო. ჭრილობა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორმულას“ განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს: 116-ე მუხლით, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს.


close დახურვა