logo
ENG



მეტალის დამუშავებისას ბალახს ცეცხლი გაუჩნდა - შსს მცხეთაში ფერად შენობასთან ხანძარზე

09 ივლ 202014:29
3 წუთის საკითხავი
 
ugmgnbor21n81jn.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მცხეთში, არაგვის ხიდთან მდებარე ე.წ. ფერად შენობასთან ხანძრის ხელოვნურად გაჩენის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

უწყების განმარტებით, ადგილზე ხანძარი მეტალის დამუშავებამ გამოიწვია.

„ასევე, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია ხანძრის ხელოვნურად გაჩენის შესახებ არის მორიგი სიცრუე და მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა, რომ 4 ივლისს, არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი მეტალის დამუშავებამ გამოიწვია. შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებებით დადგინდა, რომ 1980 წელს დაბადებული ლ.ყ., ჯართის შეგროვების მიზნით, ადგილზე მეტალს ამუშავებდა და დაადასტურა, რომ ამ პროცესში ბალახს მოეკიდა ცეცხლი. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს”, - ნათქვმია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები ფერად შენობასთან, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი გამოსაკვლევი ადგილია. ექსპერტ-კრიმინალისტებმა საგამოძიებო ექსპერიმენტები ჩაატარეს, რომელიც ხანძრის გაჩენას უკავშირდებოდა.


close დახურვა