უკრაინაში დაწყებული ომი რუსეთს ძვირად უჯდება. NATO-ს გაფართოების წინააღმედ მიმართულმა პუტინის ძალისხმევამ უკუშედეგი გამოიღო. რუსეთმა NATO-სთან კიდევ ერთი საზღვარი მიიღო. ფინეთი და შვედეთი ალიანსის წევრები ხდებიან. ერდოღანთან შეთანხმება მიღწეულია. ისტორიულ სამიტზე ორივე ქვეყანამ NATO-ში ოფიციალური მიწვევა მიიღო.