logo
ENG



მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა გაჩერებულია

12 თებ 202019:54
3 წუთის საკითხავი
 
gpft93mvrw2tng0.jpg

მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა გაჩერებულია. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორმულას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს. მათი განცხადებით, „წერეთლის მეტროს“ ელექტრო სისტემაში დაფიქსირდა ხარვეზი, რამაც საბურთალოს ხაზზე მეტროს მოძრაობის გაჩერება გამოიწვია. ადგილზე გამოცხადებულია ტექნიკური ჯგუფი, რომლებიც პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ.

„ელექტრო სისტემაში, რომლის რეაბილიტაციაც ახლა მიმდინარეობს, დაფიქსირდა ხარვეზი. ადგილზე მუშაობს ტექნიკური ჯგუფი. გაჩერებულია საბურთალოს ხაზის მუშაობა. პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ მეტროს საბურთალოს ხაზზე მუშაობა აღდგება,“ - აცხადებენ კომპანიაში.


close დახურვა