logo
ENG



მეუფე იაკობი: დავიცვათ წესები, თორემ კარანტინისკენ მივდივართ და ჩვენი ბრალი იქნება

29 მარ 202017:44
3 წუთის საკითხავი
 
wlsy4wci3js4x2c.png

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დღეს ბოდბის მონასტერში საკვირაო წირვას დაესწრო. ღვთისმსახურება მეუფე იაკობმა შეასრულა, ქადაგებით კიმრევლს ილია მეორემ მიმართა, თუმცა მრევლი ამ დროს ტაძარში არ იმყოფებოდა. იერარქების გადაწყვეტილებით, მსახურება ბოდბის მონასტერში მრევლის გარეშე ჩატარდა. 

წირვის დასრულების შემდეგ, მეუფე იაკობმა კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრა და მრევლს სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„სახელმწიფო რასაც იღებს, ნებისმიერი ქრისტიანისთვის მისაღებია, რაც ჩვენს სწავლებას არ ზღუდავს. რაც შეეხება ჩვენთან არსებულ ვითარებას, ნახეთ, რომ წირვაზე მხოლოდ სამღვდელოება იყო შიგნით. ჩვენ ვთხოვთ მრევლს, რომ როცა არ არის აუცილებელი, ქუჩაში საერთოდ ნუ გავლენ. დავიცვათ ეს წესები, თორემ ვხედავ უკვე თბილისშიც, რომ კარანტინისკენ მივდივართ, ეს ჩვენი ბრალი იქნება და არა სახელმწიფოსი. ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს ყველაფერი, ჩვენს ქვეყანაში რომელი პარტიებიდანაც არ უნდა მოდიოდეს, მაინც დამარცხდებიან ღვთის წინაშე. თუ მაგათ სიტყვას ფასი აქვს, კორონავირუსს უთხრან, რომ წავიდეს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.


close დახურვა