გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა" მეუფე საბამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მეუფე პეტრე მოინანებს და სინოდის ნება იქნება, შესაძლებელია პეტრესთვის მღვდელმთავრის სტატუსის აღდგენა.
„მინდა ვთქვა, რომ სასჯელი არ ნიშნავს, რომ ადამიანი ამ სასჯელით დაღუპულია. პირიქით, მან უნდა დაინახოს ის მდგომარეობა, რაშიც თვითონაა და ითხოვოს სინანული და შესაძლებელია მისი დაბრუნება კათედრაც და მღვდელმთავრობაზეც. რა თქმა უნდა, ეს დღეს და ხვალ არ მოხდება. ის განკვეთილი არ არის, ის არის დროებით განყენებული მღვდელმთავრობიდან," - განაცხადა მეუფემ.
შეგახსენებთ, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქის ბრძანებით, მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს.
ამის შემდეგ მეუფე პეტრემ პატრიარქი შემდეგი სიტყვებით დაადანაშაულა: „ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე."