logo
ENG



მეუფე შიო: სნეულებებიც ცოდვების გამოა, როგორც წამალი, რომლიდანაც უნდა გამოვიტანოთ დასკვნები

19 ივლ 202014:44
3 წუთის საკითხავი
 
pfb0z4qfxv7pqj5.jpg

"სნეულებებიც ცოდვების გამოა ხშირად ჩვენზე მოწეული, რომლიდანაც ჩვენ უნდა გამოვიტანოთ დასკვნები", -  ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ განაცხადა. 

თანამოსაყდრემ ადამიანთა შორის სიყვარულის მნიშვნელობასა და გვერდით დგომაზე გაამახვილა ყურადღება. შიო მიიჩნევს, რომ ადამიანებმა იმდენად დიდი სიყვარული უნდა დათესონ, რომ სხვები გაჭირვების ჟამს მათ გვერდით დადგნენ.  

"სნეულებებიც ცოდვების გამოა ხშირად ჩვენზე მოწეული, როგორც გაკვეთილი, როგორც ერთგვარი მწარე წამალი, რომლიდანაც ჩვენ უნდა გამოვიტანოთ დასკვნები და დავფიქრდეთ ბევრ რამეზე - ცხოვრების აზრზე, ჩვენს პირად ცხოვრებაზე, შეცდომებზე, რომ გამოვასწოროთ. ამისთვის არის ეს მოცემული და არა იმისთვის, რომ ადამიანი იტანჯებოდეს. საბოლოო ჯამში, დღევანდელი სახარება გვეუბნება, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება, გამოვავლინოთ სიყვარული ერთმანეთისადმი, ეს არის ყველაზე დიდი რამ ამ ქვეყანაზე. რატომ?! – იმიტომ, რომ ამით ჩვენ ვემსგავსებით უფალს", - განაცხადა მეუფე შიომ. 


close დახურვა