logo
ENG



ბათუმში სროლა იყო - არიან დაჭრილები

07 აგვ 202423:23
3 წუთის საკითხავი
 
ბათუმში სროლა იყო - არიან დაჭრილები

ბათუმში სროლა იყო - როგორც ცნობილია, დაჭრილია სამი ადამიანი.

შემთხვევა კაჩინსკების ქუჩაზე, რესტორან ვარციხის მარანთან მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სამივე დაჭრილი რესტორნის თანამშრომელია. მათგან ორი ახალგაზრდა კაცი მიმტანის პოზიციაზე მუშაობს, ხოლო მესამე დაჭრილი ახალგაზრდა ქალია. 

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიციაა მობილიზებული. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ფორმულა დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.


close დახურვა