logo
ENG



მექაში ყოველწლიური პილიგრიმობის დროს სიცხის გამო 550 ადამიანი დაიღუპა

19 ივნ 202419:02
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/19/d5w89gxx3qkgjp0.jpg

მექაში ჰაჯის, მუსლიმური ყოველწლიური პილიგრიმობის დროს ძლიერი სიცხის გამო ასობით ადამიანი დაიღუპა.

Agence France Presse-ის ინფორმაციით, სულ მცირე 550 ადამიანია დაღუპული. გარდაცვლილებს შორის 323 ეგვიპტელი იყო, რომელთაგან უმრავლესობა სიცხესთან დაკავშირებული დაავადებისგან დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის არიან ტუნისის, იორდანიისა და ირანის მოქალაქეები.

პილიგრიმობა პარასკევს დაიწყო და ოთხშაბათს დასრულდება. როგორც საუდის არაბეთის ადგილობრივი ტელევიზია იუწყებოდა, მექაში დიდი მეჩეთის ჩრდილში ჰაერის ტემპერატურამ 51,8 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.

ჰაჯი ყოველწლიური პილიგრიმობაა, რა დროსაც მილიონობით მუსლიმი მექაში ჩადის. ჰაჯი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მასობრივი შეკრებაა და შრომისუნარიანი მუსლიმი, რომელსაც ამის საშუალება აქვს, ვალდებულია ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაესწროს მას.

მოსალოდნელია, რომ წელს საუდის არაბეთს 1,8 მილიონი მომლოცველი ეწვევა.


close დახურვა