მექსიკაში ფოიერვერკის ფესტივალი გაიმართა. ცეცხლოვანი სანახაობით ქალაქ ტულ-ტე-პეკში მფარველი წმინდანის დღეს აღნიშნავენ. დღესასწაული ერთ კვირას გრძელდება.
ადგილობრივები კასრებს ცეცხლს უკიდებენ და აგორებენ. როგორც წესი, დღესასწაულის პერიოდში ქალაქში ათობით ადამიანი სხვადასხვა სახის დამწვრობას იღებს.
ქალაქის მფარველი წმინდანი სან ხუანია. გადმოცემის მიხედვით, მასშტაბური ხანძრისას მან ქალაქის მცხოვრებლები დაწვას გადაარჩინა.