logo
ENG



მექსიკაში ცნობილი ნარკომოვაჭრის "ელ ჩაპოს" შვილი დააკავეს

18 ოქტ 201912:29
3 წუთის საკითხავი
 
2iqzzpeguu9z5m6.png

მექსიკაში ცნობილი ნარკომოვაჭრის "ელ ჩაპოს" შვილი დააკავეს. სპეცოპერაციას ქალაქ კულიაკანში სამართალდამცველებსა და ნარკოკარტელის წევრებს შორის მასშტაბური შეტაკება მოჰყვა. სროლის ხმა ქალაქში რამდენიმე საათის განმავლობაში ისმოდა, ეჭვმიტანილებმა სამი სამხედრო ტყვედაც აიყვანეს.

დამატებითი ძალადობის თავიდან აცილებისა და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით პოლიცია იძულებული გახდა, დაკავებული გაეთავისუფლებინა.

მომხდარის განსახილველად მექსიკის პრეზიდენტმა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრა დაგეგმა.

 


close დახურვა