მექსიკაში, აკაპულკოში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
დაიღუპა, სულ მცირე, ერთი ადამიანი.
მექსიკის ეროვნული სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი სწორედ აკაპულკოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, 7.8 მილის სიღრმეში იყო, ადგილობრივი დროით 21:00 საათზე.
მიწისძვრას შემდგომი 1 საათის განმავლობაში 92 განმეორებითი ბიძგი მოჰყვა.
დანგრეული და დაზიანებულია შენობები, დამსხვრეულია შუშები. ქალაქი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ელექტროენერგია, აკაპულკოს გარდა, 1,6 მილიონ აბონენტს შეუწყდა სხვა ქალაქებშიც: მეხიკოში, გერეროში, ოახაკასა და მორელოსში.
ამერიკის შეერთებული შტატების გამაფრთხილებელმა სისტემამ მექსიკა შესაძლო ცუნამის შესახებ გააფრთხილა. მოგვიანებით გუერეროს შტატის სამოქალაქო დაცვის ოფიცერმა თქვა, რომ ცუნამის რისკი არ არსებობს და ტალღების სიმაღლე 1 მეტრს არ გადააჭარბებს.