9. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი წლის შემდეგაც დასავლეთი ერთიანია, როგორც არასდროს. მოკავშირეები პირობას დებენ, რომ მხარს დაუჭერენ უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას გრძელვადიან პერსპექტივაში. "უკრაინისთვის ეს არ არის აგრესიის ომი, ეს თავდაცვის ომია." - განაცხადა რამშტაინის რიგით მეცხრე შეხვედრის შემდეგ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა. უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერებაზე დღეს ბრიუსელში 54 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები მსჯელობდნენ.