logo
ENG



მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

04 ივლ 202014:32
3 წუთის საკითხავი
 

მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი 3 წლის ბავშვის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. როგორც რეანიმატოლოგი ნინო უმიკაშვილი აცხადებს, პაციენტს ძვლების მრავლობითი მოტეხილობა აქვს. მისივე თქმით, ბავშვს დილით ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ამ ეტაპისთვის ის მართვის სუნთქვაზეა.

„პაციენტი უკიდურეს მდგომარეობაშია შემოსული. გუშინ საღამოს შემოსვლისთანავე გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე. არის სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ქალა-ფუძის მოტეხილობა, ზემო კიდურების მრავლობითი მოტეხილობა. ამ დილით ჩატარდა ნეიროქირურგიული ჩარევა. ამ ეტაპზე მდგომარეობა რჩება უკიდურესად მძიმე. მართვით სუნთქვაზეა. ჰემოდინამიკური მაჩვენებლების შენარჩუნება გვიწევს ინოტროპული დახმარების ფონზე“, - განაცხადა ნინო უმიკაშვილმა.

3 წლის ბავშვი გუშინ საღამოს, დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან გადმოვარდა.

ბავშვი სახლში ძიძასთან ერთად იმყოფებოდა. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


close დახურვა