24 თებერვალს თბილისში ხალხმრავალი აქციაა დაგეგმილი. სრულდება ერთი წელი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან. სწორედ უკრაინისადმი სოლიდარობა და მხარდაჭერაა ის მიზეზი, რამაც შარშან საქართველოს დედაქალაქში ხალხის გაერთიანება გამოიწვია და მრავალათასიანი მიტინგები შედგა. ამჯერადაც, 24 თებერვალი, 19 საათზე, მისამართი უცვლელია - რუსთაველის პროსპექტი, პარლამენტის შენობის წინ.