logo
ENG



მზად არის თუ არა საქართველო კორონავირუსთან საბრძოლველად - ექსპერტები გვირჩევენ

26 იან 202019:36
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს აეროპორტებში მგზავრების შემოწმება დაიწყო, თუმცა გაურკვეველია, რამდენად მზადაა ქვეყანა საშიშ ეპიდემიასთან გასამკლავებლად.

ექსპერტები ამბობენ, რომ მიღებული ზომები საკმარისი არ არის და ჯანდაცვის სამინისტროს უფრო დეტალური სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებას ურჩევენ. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველო დაბალი რისკის ზონაშია. უწყებაში მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე პრევენციისთვის ყველაფერი კეთდება. 

56 გარდაცვლილი, 2000-მდე დაავადებული და 300-ზე მეტი კრიტიკულად მძიმე პაციენტი - ასეთია მსოფლიო მასშტაბით ბოლო 24 საათის მონაცემები. 

დღესვე შემოწმების რეჟიმი ამოქმედდა ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებშიც და ასევე, სადახლოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზეც. აღსანიშნავია, რომ გაუქმდა პირდაპირი რეისები ჩინეთის რესპუბლიკიდან, თუმცა ოფიციალურ მიზეზად ჩინური ახალი წელი დასახელდა. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს და მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ. 

დაუდგენელი კორონავირუსი ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში დეკემბერში გამოვლინდა. 
მიიჩნევენ, რომ მისი წყარო ქალაქში არსებული ცხოველების ბაზარია; ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. მისი სიმპტომები კი ცხელება, სუნთქვის გაძნელება და ხველაა.

 

 


close დახურვა