logo
ENG



მზესუმზირა: სახელმწიფომ გადასახადი არ გადაგვივადა და დონაციით მიღებული თანხიდან ჩამოგვაჭრა

03 თებ 202117:32
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/03/e4zqnl5b1mixspv.png

კომუნა მზესუმზირაში აცხადებენ, რომ სახელმწიფომ გადასახადის გადავადებაზე უარი უთხრათ და 17 000 ლარის ოდენობის დავალიანება დონაციით მიღებული თანხებიდან ჩამოაჭრათ.

"როგორც იცით, ჩვენი საქმიანობა ჯერ კიდევ 2020 წლის მარტიდანაა შეჩერებული და ამ ხნის განმავლობაში, მხოლოდ ორი ივენთის ჩატარება შევძელით ეზოს ტერიტორიაზე. ეს, რა თქმა უნდა, არ იყო საკმარისი დაგვეძლია ის სირთულეები, რომლებიც შეჩერებული საქმიანობის გამო გვედგა. საბედნიეროდ, ზუსტად იმ მომენტში, როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა, თქვენი დახმარებით შევძელით საჭირო რესურსების 30 %-ის მობილიზება. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ესეც არ იყო ამბის ბედნიერი გაგრძელება:

ისევე როგორც ყველა სხვა საქმიანობას, ჩვენც ამ პერიოდის (მარტი - დეკემბერი) განმავლობაში დაგვიგროვდა სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი გადასახადები. კერძოდ, 17 000 ლარი.

რა თქმა უნდა, იმ მდგომარეობაში რომელშიც ვიმყოფებოდით, შეუძლებელი იყო ამ თანხის გადახდა, რაზეც მივმართეთ სახელმწიფოს შუამდგომლობით, რადგან გადაევადებინათ თანხა შემდეგ პერიოდზე, როგორც ეს გაზაფხულზე მოხდა. სამწუხაროდ, სახელმწიფომ გვითხრა უარი და არსებული დავალიანება (17 000 ლარი) პირდაპირ მოაჭრა დონაციებიდან შემოსულ თანხას, რითიც ჩვენთვის საჭირო რესურსების რაოდენობა 5 %-მდე დაიყვანა", - ნათქვამია მზესუმზირას განცხადებაში.


close დახურვა