logo
ENG



პაპუაშვილი: ელექტრონული მუსიკის გამო დაჯარიმება - კანონში ასეთი ფორმულირება არაა

23 ივლ 202019:23
3 წუთის საკითხავი
 
bziml8iydq4quvv.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი „ფორმულასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ელექტრონული მუსიკის გამო, ადამიანს არ აჯარიმებენ, რადგან კანონში ასეთი ფორმულირება არ არსებობს.

„არ იქნება ასეთი ფორმულირება. ელექტრონული მუსიკის გამო, ადამიანის დაჯარიმება - სად არსებობს ასეთი ფორმულირება? ელექტრონული მუსიკის გამო - კანონში ასეთი ფორმულირება არ არსებობს“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრმა.

კომუნა „მზესუმზირის“ დაჯარიმებაზე პაპუაშვილს პასუხი არ გაუცია.

ცნობისთვის, კომუნა "მზესუმზირა"  17 ივნისს გამართული ელექტრონული მუსიკის ღონისძიებისთვის 10 000 ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად "მზესუმზირა" ავრცელებს. 

როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მათი დაჯარიმების მიზეზი არის ის, რომ ახალი დადგენილებით ელექტრონული მუსიკა არ არის შეყვანილი კულტურულ ღონისძიებათა სიაში. 


close დახურვა