პარლამენტის წინ შეკრებილი მოძალადე ჯგუფები ამჯერად მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს დაესხნენ თავს.
არხის ინფორმაციით, მათ ოპერატორს, ლევან კალანდიას ფიზიკურად გაუსწორდნენ და აპარატურა დაუზიანეს.
აღსანიშნავია, რომ ადგილზე პოლიციელებიც არიან, თუმცა მომხდარის გამო ამჯერადაც არავინ დაუკავებიათ.
დილიდან ქუჩაში გამოსული მოძალადეები შეურაცხყოფას აყენებენ და ფიზიკურად უსწორდებიან მედიის წარმომადგენლებს. ამ დროისთვის ათობით ჟურნალისტი და ოპერატორია ნაცემი, მათ შორის ფორმულას წარმომადგენლები. თავდასხმები პოლიციის უმოქმედობის ფონზე ხდება.