logo
ENG



მთავრობამ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში წარადგინა

01 ივნ 202017:32
3 წუთის საკითხავი
clock 294

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში, რომელიც დეტალურად ასახავს მთავრობის მიერ განხორციელებულ აქტივობებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, პრიორიტეტებია უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება, განათლება და სახელმწიფო მმართველობა. 

„ბუნებრივია, პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ განხორციელებულმა აქტივობებმა გარკვეული სახეცვლილება განიცადა, თუმცა ყველა ძირითადი ნაბიჯის მთავარი ამოსავალი იყო სწორედ აღნიშნული პრიორიტეტები", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი წერილობით წარდგენილ ანგარიშში ასახულ ნაბიჯებზე დეტალურად ისაუბრებს. საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის მეთაურის მისვლის თარიღი კი, რეგლამენტის შესაბამისად, კონსულტაციების შედეგად გადაწყდება.

 


close დახურვა