logo
ENG



მთავრობა კოვიდ 19-ით დაინფირიცებულთა რიცხვის ზრდისთვის ემზადება

19 მარ 202020:11
3 წუთის საკითხავი
 

მთავრობა სამედიცინო დაწესებულებებთან ერთად კოვიდ 19-ით დაინფიცირებულთა რიცხვის ზრდისთვის ემზადება. საგანგებო შეხვედრაზე კერძო კლინიკებთან, ანტიკრიზისულმა საბჭომ რამდენიმე ეტაპიანი გეგმა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც ეპიდ აფეთქების შემთხვევასაც კი ჯანდაცვის სისტემა სათანადო რესურსით უნდა დახვდეს. 

ხელისუფლება ირწმუნება, რომ კლინიკები საქართველოს მასშტაბით შესაბამისად აღჭურვილია. დღეს კონკრეტული ციფრებიც დასახელდა. ჯამში ქვეყანაში 12000 საწოლი და 2000 ხელოვნური სუნთქვის აპარატია. გეგმის მიხედვით, პირველ დარტყმას მიიღებენ სახელმწიფო კლინიკები და თუ შემთხვევებმა ძალიან იმატა, მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთვებიან მრავალპროფილური საავადმყოფოები.

აღსანიშნავია, რომ მთავრობა შეზღუდვებს ამკაცრებს. გაიცა ახალი რეკომენდაციებიც, რომლის ადრესატებიც საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები არიან, მთავრობა ყველა დამსაქმებელს დისტანციურ მუშაობაზე გადასვლას სთხოვს. ცვლილებებია პროდუქტების მარაგებთან დაკავშირებით. 7-დან 9-მდე გაიზარდა იმ პროდუქტების რიცხვი, რომელთა ფასებიც არ გაიზრდება. 

 


close დახურვა