logo
ENG



მთავრობა მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს პრემიებს გადასცემს

28 აგვ 202414:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/28/moliglvj2h5qm8z.jpg

მთავრობის განცხადებით, მკლავჭიდისა და პარამკლავჭიდის ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონებს ფულადი პრემია გადაეცემათ.

 პირველი ადგილის მფლობელებს 17 000, მეორე ადგილის გასულებს - 8 500 და მესამე ადგილის მფლობელებს - 5 100 ლარი გადაეცემათ.

რაც შეეხება მკლავჭიდისა და პარამკლავჭიდის ახალგაზრდულ ნაკრებს, პირველი ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 5 100, მეორე ადგილზე გასულებს - 3 400, ხოლო მესამე ადგილის მფლობელებს - 1 700 ლარი გადაეცემათ.

ასევე, პრემიას მიიღებენ მკლავჭიდის ჭაბუკთა ნაკრების პირველ ადგილზე მყოფი მოთამაშეები, რაც შეადგენს 3400 ლარს.

მთავრობის თქმით, პრემიები სამწვრთნელო და სამედიცინო პერსონალსაც გადაეცემა.

ადმინისტრაციის ცნობით, მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებისთვის დაწესებული პრემიების საბოლოო ოდენობა 1 921 850 ლარია.


close დახურვა