logo
ENG



მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, აპლიკაცია stop covid აქტიურად გამოიყენონ

17 ივნ 202013:55
3 წუთის საკითხავი
 
r5mkhwbrnk7pnhc.jpg

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსთან დაკავშირებული აპლიკაცია აქტიურად გამოიყენონ, რათა ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტს თავი აარიდონ.

საბჭოში აცხადებენ, რომ აპლიკაცია stop covid კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

„აპლიკაცია მოქალაქეებს აძლევს ინფორმაციას, ჰქონდათ თუ არა კონტაქტი ინფიცირებულ პირთან, ასევე აფრთხილებს იმ ლოკაციების შესახებ, რომლებთანაც СOVID-19-ით ინფიცირებულ ადამიანებს შეხება ჰქონდათ.  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, აქტიურად გამოიყენონ აპლიკაცია stop covid, რათა თავი აარიდონ ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტს და იმ სივრცეებში გადაადგილებას, სადაც ინფიცირების რისკი მაღალია“, - ნათქვამია საკოორდინაციო საბჭოს განცხადებაში.


close დახურვა