logo
ENG



მთავრობა ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით კომუნალურ გადასახადებს დაასუბსიდირებს

29 ოქტ 202010:07
3 წუთის საკითხავი
clock 10151
j3a090fgh434cpa.jpg

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც თვეში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბზე ნაკლებ ბუნებრივ გაზს, 4 თვის განმავლობაში – ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი- დაუფინანსდება კომუნალური გადასახადები.

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღის ნაწილია და ის ბიზნესის გარდა, სოციალურ მხარდაჭერასაც გულისხმობს. ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადების გარდა, სუბსიდირდება ასევე წყალიც და დასუფთავებაც.

"ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ესაა ის მინიმუმი, რითაც სახელმწიფოს შეუძლია მოქალაქეებს მხარში დაუდგეს. ვთვლით, რომ ესაა უაღრესად მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის ვინც, პანდემიის დროს სამსახური დაკარგეს. თუმცა ისიც გვესმის, რომ შესაძლოა ბევრ მოქალაქეს ეს საერთოდ არ სჭირდება და მათ შეუძლიათ უკვე დღეიდან უარი განაცხადონ ამ მხარდაჭერაზე",-თქვა გიორგი გახარიამ.

 


close დახურვა