logo
ENG



მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გახდა

11 მარ 202410:07
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/11/1t1uya7gfi2wuc0.jpg

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა. გადაწყვეტილების შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

"მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა ბატონი ლევან ჟორჟოლიანი, რომელიც იყო თბილისის საკრებულოს წევრი, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე დღემდე", - თქვა კობახიძემ. 

ჟორჟოლიანმა ამ პოსტზე რევაზ ჯაველიძე ჩაანაცვლა, რომელიც კობახიძემ თანამდებობიდან პირველ მარტს გაათავისუფლა. 

გარდა ამისა, კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად ნიკოლოზ ტყემალაძე დანიშნა. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩეველი გიორგი ქაჯაია, ხოლო პრემიერმინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე იქნება. 

 

close დახურვა