logo
ENG



მთავრობის ფეისბუქ გვერდზე მოქალაქეებს სიტყვა "რუსეთის" დაწერის გამო ბლოკავენ

25 თებ 202316:25
3 წუთის საკითხავი
 

მოქალაქეები ფეისბუქზე წერენ, რომ საქართველოს მთავრობის ფეისბუქ გვერდზე მათ რუსეთის ხსენების, ზოგ შემთხვევაში კი სიტყვა "რუსეთის" დაწერის გამო ბლოკავენ.

მოქალაქეების კრიტიკა გამოიწვია მთავრობის მიერ გამოქვეყნებულმა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ 1921 წლის 25 თებერვლის შესახებ, რასაც მან "ტრაგიკული მოვლენა" უწოდა. პოსტში ასევე არაა ნახსენები რუსეთი ან საბჭოთა კავშირი. 

ამავე პოსტზე მოქალაქეების კომენტარებს შლიან, მათ ნაწილს კი მთავრობის ოფიციალურ გვერდზე წვდომას უზღუდავს.

 

close დახურვა