ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP), მთაწმინდის რაიონში, ამაღლების ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც დღეს, 12:00 საათიდან 9 დეკემბრის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
მთაწმინდის რაიონში: დაბა წავკისს (სრულად).
ამავე მიზეზით, შეზღუდვა შეეხება ასევე მთაწმინდის რაიონში შემდეგ ქუჩებს: რუსთაველის გამზირი N 2-46 (ლუწებს), N 1-11 (კენტებს), ფურცელაძის, ჯორჯაძის, გუდიაშვილის, ნატო ვაჩნაძის და ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩებს. ჩამოთვლილ მისამართებს წყალმომარაგება შეეზღუდება დღეს 14:00 საათიდან 18:00 საათამდე.
გარდა ამისა, ტექნიკური სამუშაოები საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის ქუჩაზეც ჩატარდება, რის გამოც დღეს, 23:30 საათიდან 9 დეკემბრის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში: ონიაშვილის ქ. N 61-87(კენტებს), 64-80(ლუწებს) , ბუდაპეშტის N13-29(კენტებს) 14-30(ლუწებს), ლვოვის N 81-97 (კენტებს), ვაზისუბნის (ისაკაძის) N 79-139(კენტებს)78-138(ლუწებს), ბუდაპეშტის 1-ლი შესახვევი. მეგრელაძის ქუჩას, დელისის ყველა ქუჩას (ჯებაშვილის), ზალდასტანიშვილების, ვ.ჩიქოვანის, ნუცუბიძის ქ N 1 -47(კენტებს), N 2-32 (ლუწებს) და ნადარეიშვილის ქუჩას.