logo
ENG



მთა შუაზე გაიხლიჩა, თბილისი მორიგი საფრთხის წინაშეა - შაბათის ფორმულას ექსკლუზიური კადრები

20 მარ 202120:03
3 წუთის საკითხავი
 

ინტენსიური განაშენიანების, ესტაკადის მშენებლობისა და ლისის ფერდობზე ხელოვნური ჩარევების გამო - მთა შუაზე გაიხლიჩა. შაბათის ფორმულამ მოიპოვა დოკუმენტური კადრები, რომელიც ქუჩის სათვალთვალო კამერებითაა გადაღებული. ვიდეო მასალა ერთ დღეს, 24 საათს მოიცავს და მასში ჩანს ათობით სატვირთო, რომელიც ნაგვით, ნარჩენებით დატვირთული ნაფეტვრების გზაზე გადაადგილდება. კადრებში ჩანს, რომ ზემოთ წასულ სატვირთოებს, მდინარის ის კალაპოტი გადავსებული ხვდებათ, ამიტომ უკან ბრუნდებიან და მიწაში და ნარჩენს - ისევ მდინარის კალაპოტში, ამჯერად კლდის ზედა ფერდობზე ყრიან. რა ბედი ელის ქალაქს ლისის მთის მოწყვეტის შემთხვევაში? თბილისი კიდევ ერთი დიდი საფრთხის წინაშე დგას.


close დახურვა