logo
ENG



მთელი ეს ქართული სასულიერო ფენა იქცა ჯიჰადისტების არმიად - შამუგია

17 აპრ 202023:14
3 წუთის საკითხავი
 

მწერალი პაატა შამუგია საპატრიარქოს მიერ გაჟღერებულ პოზიციას ეხმაურება, რომელიც სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებას შეეხება. 

როგორც შამუგიამ გადაცემაში "სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა" აღნიშნა, რიგითი მოქალაქეები და მრევლი თანაბარი უფლებებით უნდა სარგებლობდნენ, თუმცა მისი თქმით, გარკვეული ნაწილის პრივილეგირება ხდება. 

"მგონია რომ დიდი უსამართლობის ნაწილი ვარ. როდესაც ადამიანთა ძალიან დიდი ნაწილი ჯარიმდება, გამოკეტილია სახლში, ყველაფრს უფლება ჩამორთმეული აქვს, მაგრამ თვითონაც დაეხმარა ხელისუფლებას, რომ ეს უფლებები შეზღუდულიყო, და ამ დროს, მეორე მხარეს არიან ადამიანები, რომლებსაც გარკვეული პრივილეგიები მიენიჭათ, რომელთათვის კანონი არ კანონობს, სახელმწიფო არ სახელმწიფობს. თავიანთი პირადი ახირების გატანის სურვილით მიდიან მსხვერპლზე. ადამიანს უფლება აქვს თუ მაინც და მაინც უნდა, რომ მოიკლას თავი და ასეთი მსხვერპლით წარდგეს უფლის წინაშე, კარგი ეს მისი უფლება არის, მაგრამ არავის აქვს უფლება სხვა ადამიანებიც წაიყოლოს. ეს არის წმინდა ჯიჰადისტური ლოგიკა. ის რადიკალი ტერორისტები რასაც აკეთეენ, ისინი სხვას კი არაფერს აკეთებენ. მთელი ეს ქართული სასულიერო ფენა იქცა ჯიჰადისტების არმიად. მათთვის ადამიანის სიცოცხლეს კაპიკის ფასი არ აქვს. ყველა ვინც ხმას არ იღებს არის ამ ბოროტების მონაწილე",- განაცხადა პაატა შამუგიამ


close დახურვა