logo
ENG



მიგრანტების უკანონოდ გადმოყვანისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით 4 პირი დააკავეს

09 ივლ 202411:18
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/09/5rfezlllqeoxd28.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საპატრულო პოლიციის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, გადაკვეთის მცდელობის, საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ორგანიზებისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1982 წელს დაბადებული ა.დ თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების: 1993 წელს დაბადებული ი.ო -ს და 1999 წელს დაბადებული ქ. ჰ.-ს სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის სარფის გვერდის ავლით, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოყვანას ცდილობდა. პოლიციამ სამივე მათგანი საზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის კიდევ ერთი მოქალაქე - 1990 წელს დაბადებული დ.-ი. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ყალბი პასპორტის გამოყენებით საქართველოს დატოვებას ცდილობდა", - ნათქვამია განცხადებაში. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე, 344-ე, 24-344-ე პრიმა და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 


close დახურვა