logo
ENG



მიკოლაევში დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა

29 აგვ 202222:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/29/i636a6czv535lo3.png

მიკოლაევში დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი ავრცელებს.

ქალაქზე რუსმა ოკუპანტებმა იერიში დღეს, 29 აგვისტოს მიიტანეს.

ვიტალი კიმის თქმით, რუსმა სამხედროებმა მიკოლაევში ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს გაუხსნეს.

ის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ უსაფრთხო ადგილებში გადავიდნენ და გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ.


close დახურვა