რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაევზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ოლქის ადმინისტრაციის უფროსი ვიტალი კიმი ავრცელებს.
კიმის თქმით, რუსმა სამხედროებმა მიკოლაევში ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს გაუხსნეს. ის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ უსაფრთხო ადგილებში გადავიდნენ და გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ.
ამ დროისთვის მიკოლაევში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის.
რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა, ხოლო 10 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტლოვილად იქცა.