logo
ENG



მიკოლაივში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა

30 ივნ 202214:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/30/krn0r8s34f0kz6r.jpg

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, უკრაინის სამხრეთ ქალაქ მიკოლაივში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა.

უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, გუშინ დილით რუსული სამხედრო ძალების მხრიდან მიკოლაივში რვა სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. მათი თქმით, 6 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

მიკოლაივის მერი, ოლექსანდრ სიენკევიჩი ამბობს, რომ რუსულმა ძალებმა  ქალაქის საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმის დროს KH-55 რაკეტა გამოიყენეს. 


close დახურვა