იტალიაში, მილანში კერძო თვითმფრინავი ცარიელ შენობას შეეჯახა. ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი გარდაიცვალა - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
თვითმფრინავი მილანიდან კუნძულ სარდინიაზე მიფრინავდა, თუმცა აფრენიდან მალევე ავიაკატასტროფაში მოხვდა.
თვითმფრინავის პილოტი რუმინელი 68 წლის მილიონერი დან პეტრესკუ იყო, რომელიც, იტალიური მედიიის ინფორმაციით, ცოლ-შვილთან ერთად დაიღუპა.
შეჯახების შედეგად დაიწვა ახლომდებარე მანქანები. თვითმხილველების თქმით, თვითმფრინავს შენობასთან შეჯახებამდე უკვე ცეცხლი ეკიდა.
საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია.