logo
ENG



მინდა ინგლისელ ფეხბურთელებს მოვუბოდიშო - სტოიჩკოვი პირდაპირ ეთერში ატირდა

17 ოქტ 201916:05
3 წუთის საკითხავი
 
y7a8gfnlixtzs97.jpg

ბულგარული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ხრისტო სტოიჩკოვი პირდაპირ ეთერში ატირდა. მექსიკურ ტელეარხზე სტუმრობისას, სტოიჩკოვს თანამემამულე გულშემატკივრების საქციელზე საუბრისას თავის შეკავება გაუჭირდა და ტირილი დაიწყო.

საქმე ეხება ბულგარეთისა და ინგლისის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრას, სადაც მასპინძელთა გულშემატკივრებმა ინგლისელ ფეხბურთელებს შეურაცხყოფა რასისტულ ნიადაგზე მიაყენეს.

„მინდა ინგლისელ ფეხბურთელებს გულწრფელად მოვუბოდიშო. ასეთი ადამიანები სტადიონზე არ უნდა დაიშვებოდნენ და უფრო მკაცრადაც ისჯებოდნენ,"- განაცხადა ბულგარეთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო მატჩის დროს ინგლისის ნაკრების წევრებს ბულგარელმა გულშემატკივრებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. მათი ქმედებები სტადიონზე რასისტული და ნაცისტური ხასიათის იყო, რის გამოც მატჩი ორჯერ შეწყდა. ბულგარელი გულშემატკივრების გამო ქვეყნის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტს პოსტის დატოვება მოუხდა.


close დახურვა