logo
ENG



მინდია გორაძემ, იგვე ლავასოღლიმ, თურქეთის საპატიმრო დატოვა

21 ივნ 202011:09
3 წუთის საკითხავი
 

ე.წ. კანონიერი ქურდი მინდა გორაძე, იგივე „ლავასოღლი“, თურქეთის ციხიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია „ფორმულას“ მისმა ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ დაუდასტურა.

როგორც კობაიძემ განმარტა, მათი და ქართული მხარის მოთხოვნის შემდეგ, გორაძე ჯერ საემიგრაციო ციხეში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი, თურქეთმა ქვეყანა დაატოვებინა და მისი ექსტრადირება სხვა სახელმწიფოში მოხდა. გორაძე ამ ეტაპზე ბელარუსში იმყოფება.

ჩვენ გვქონდა ორი მოთხოვნა თურქეთის რესპუბლიკის მხარესთან. ან უნდა გაეშვა იგი .. მესამე ქვეყანაში, ან უნდა მომხდარიყო მისი ექსტრადიცია საქართველოში. შესაბამისად, პროცესუალური ნორმების დაცვით, რომელიც თურქეთში არსებობს, როდესაც საქმე საექტრადიციო საკითხებს ეხება პროცესუალური საკითხები დაიცვა და მოხდა მისი მესამე ქვეყანაში გადაადგილება.

"ჩვენი მოთხოვნა არ იყო რომ აუცილებლად საქართველოში დაბრუნდეს, ჩვენ ვამბობდით, რომ სამართლებრივ ჩარჩოებში განხორციელებულიყო მისი პროცესუალური საკითხები, რომელიც არ ხორციელდება. ახლა განხორციელდა. არ მოხდა მისი ექსტრადიცია საქართველოში და მოხდა უკვე მესამე ქვეყანაში გაშვება, რაც სამართლებრივ ჩარჩოებში ჯდება. ჩვენ მივმართეთ თურქეთის სახელმწიფო, თუმცა ჩვენმა მხარემაც იმუშავა, რომ პროცესუალური საკითხები დარეგულირებულიყო და მისი გადაყვანა მომხდარიყო ჯერ საემიგრაციო ციხეში, ხოლო იქიდან უკვე გათავისუფლება მომხდარიყო მისი. გათავისუფლება მოხდა იმ ფორმით, რომ თურქეთის რესპუბლიკამ დაატოვებინა ქვეყანა და გაუშვა სხვა სახელმწიფოში.

"ჩვენი მოთხოვნის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ წელიწადი და ათი თვე ის იყო ტყვეობაში. როდესაც საექტრადიციო პირობებზე ვსაუბრობთ, თურქეთს აქვს 6 თვე. ადამიანი ან უნდა გაათავისუფლოს 6 თვეში, ან უკან უნდა გაუშვას იმ ქვეყანაშირომელიც ითხოვს. სამჯერ გამოუშვეს მინდია, იმავე დღეს იჭერდნენ და მიყავდათ ყველაზე მკაცრ ციხეში. ამით მისი უფლებები ირღვეოდა“, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.


close დახურვა