logo
ENG



მინისტრის განცხადება იყო ნაჩქარევი - მესამე სექტორი გომელაურის განცხადებას გამოეხმაურა

26 ოქტ 201914:23
3 წუთის საკითხავი
 
sqe196bugr3bbf4.png

 

მუმლაძის საქმეზე შს მინისტრის განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში აცხადებენ, რომ მინისტრის განცხადება იყო ნაჩქარევი, ის წინ უსწრებს გამოძიების შედეგებს, ვინაიდან ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დასრულებული არ არის და არაა გამორიცხული, სხვა სამართალდამცველების პასუხისმგებლობაც დადგეს. შესაბამისად, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მინისტრის დღევანდელმა განცხადებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს გამოძებაზე.

„თანამდებობრივი და სამართლებრივი პასუხისმგებლობა დამოკიდებულია გამოძიების შედეგებზე გამოძიებაზე. მინისტრი არ არის უფლებამოსილი, რომ წინაწარ გააკეთოს შეფასება, გამოძიებამ უნდა დაადგინოს რეალურად კონკრეტული თანამშრომლების ზემდგომებიც იყვნენ თუ არა ჩართულები დანაშაულებრივ ქმედებაში, ან იყო თუ არა მათი პასუხისმგებლობა, რომ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები გაეკონტროლებინათ უკეთესად, ეს გამოძიებამ უნდა შეისწავლოს და ამის მიხედვით შეიძლება საუბარი კონკრეტული პირების პასუხისმგებლობაზე. ვფიქრობთ, რომ მინისტრის ეს შეფასება არის ნაჩქარევი და როცა გამოძიება მიმდინარეობს, ჯერჯერობით ასეთი განცხადებების საფუძვლები არ უნდა ჰქონდეს მას.“

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დღეს მუმლაძის მკვლელობის საქმეს გამოეხმაურა და  განაცხადა, რომ თანამშრომელთა დანაშაულზე ხელმძღვანელი პასუხს არ აგებს.

 


close დახურვა