logo
ENG



მინისტრის მოადგილე: რეგისტრაციისთვის რეესტრს 233-მა ორგანიზაციამ მიმართა

30 აგვ 202411:53
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/30/xm8tnudomlkmkks.jpg

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თამარ ტყეშელაშვილის თქმით, რუსული კანონის ფარგლებში რეგისტრაციისთვის სამინისტროს 233-მა ორგანიზაციამ მიმართა. ამის შესახებ მან საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც რუსული კანონის საკითხი განიხილება.

"ამ დრომდე, რეგისტრაციისთვის, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 233-მა ორგანიზაციამ მიმართა. მათ აქვთ ჯერ კიდევ ავად", - აღნიშნა ტყეშელაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში რუსულ კანონზე მოსმენა გრძელდება. სხდომა 29 აგვისტოს დაიწყო და 31 აგვისტოს დასრულდება. საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს, რამდენად შეესაბამება "უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონი" საქართველოს კონსტიტუციას.

სასამართლოში ოთხი სარჩელია დარეგისტრირებული: საქართველოს პრეზიდენტის, 112 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის; 38 პარლამენტარის; ორი მედიასაშუალების. ყველა ეს სარჩელი გაერთიანდა და ერთ საქმედ განიხილება. 

29 აგვისტოს გაირკვა, რომ კანონის წინააღმდეგ მეხუთე სარჩელიც შევიდა, რომელიც საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციას ეკუთვნის, თუმცა ის ჯერ არ დარეგისტრირებულა. 

გარდა ამისა, მოსარჩელეები ითხოვენ, რომ რუსული კანონის მოქმედება უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.


close დახურვა