logo
ENG



მინსკის სასამართლომ Tut.by-სა და Zerkalo.io-ს კონტენტი ექსტრემისტულად მიიჩნია

13 აგვ 202123:18
3 წუთის საკითხავი
 
მინსკის სასამართლომ Tut.by-სა და Zerkalo.io-ს კონტენტი ექსტრემისტულად მიიჩნია

მინსკის სასამართლომ 13 აგვისტოს კრიტიკული გამოცემების - Zerkalo.io-სა და Tut.by-ს ვებგვერდების მასალები და სოცქსელები, ამასთან, ლოგოტიპები ექსტრემისტულად მიიჩნია. სასამართლოს შუამდგომლობით ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა.

საექსპერტო კომისიის მტკიცებით, "პროტესტების საინფორმაციო მხარდაჭერით და დესტრუქციული მოწოდებებისთვის შესაძლებლობის შექმნით" Tut.by-ს ქმედებები ბელარუსის ეროვნულ ინტერესებს ზიანს აყენებს. ორივე ვებგვერდის პროდუქციის გავრცელება ბელარუსში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევა.

გასულ წელს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ Tut.by ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ნახვადი ვებგვერდი გახდა. ის აქტიურად აშუქებდა საპროტესტო აქციებს, თუმცა არ იყო დაკავშირებული რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან. მიმდინარე წლის მაისში ვებგვერდი დაბლოკეს, ხოლო მისი ხელმძღვანელების, ჟურნალისტებისა და სხვა თანამშრომლების წინააღმდეგ გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით საქმე აღძრეს. 15 ადამიანი საპატიმროში გაუშვეს. გუნდის ნაწილმა მუშაობა სოციალურ ქსელებში გააგრძელა. Zerkalo.io-ს ვებგვერდი, რომლის რედაქციაც კიევში მდებარეობს, ბელარუსმა მუშაობის პირველივე დღეს დაბლოკა.


close დახურვა