logo
ENG



მიტროპოლიტი ნიკოლოზი: სინოდის სხდომა როდის იქნება, ჯერ არ ვიცით

10 მაი 202017:17
3 წუთის საკითხავი
 

ტრადიციული საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, სასულიერო პირებმა კომენტარები გააკეთეს  სინოდის სხდომის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებითაც. იერარქები აცხადებენ, რომ სექსუალური შევიწროების სკანდალურ ბარალდებებთან და ყინწვისში მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით, სინოდის სხდომის გამართვა გადაწყვეტილი არ არის და არც ის იციან, იმსჯელებენ თუ არა ამ საკითხებზე საერთოდ. 

„სინოდის სხდომა როდის იქნება, ჩვენ ეს ჯერ არ ვიცით. დამოკიდებულია გარემოებებზე და პატრიარქის გადაწყვეტილებებზე. ფარული ჩანაწერის გამოქვეყნება არის კრიმინალური დანაშაული. თუ მტკიცდება, რომ მეუფე ანდრიამ გამოაქვეყნა, მან უნდა აგოს პასუხი, ოღონდ ამისაც არ მჯერა. ვინც განსაკვეთ საქციელს ჩაიდენს, განკვეთთ“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა. 

 


close დახურვა