logo
ENG



მიშა მშვილდაძე: გვინდა მადლობა გადავუხადოთ სალომე ზურაბიშვილს

29 იან 202023:06
3 წუთის საკითხავი
 
7bkkhkqs6igcq84.png

"სანამ მონოლოგს დავიწყებთ, გვინდა მადლობა გადავუხადოთ სალომე ზურაბიშვილს. რომ არა სალომე, დღევანდელი გადაცემა ვერ ჩაიწერებოდა, თუმცა, გვერჩივნა გადაცემა არ გასულიყო, ვიდრე ევროსაბჭოში თავი მოგვეჭრა",- ამგვარად მიესალმა მიშა მშვილდაძე თავის მაყურებელს.

გადაცემა "თითქმის ყოველდღე მიშა მშვილდაძესთან" სწორედ სალომე ზურაბიშვილის განხილვითა და მისი ევროსაბჭოზე გაკეთებული განცხადებების განხილვით დაიწყო. მშვილდაძის თქმით, პრეზიდენტის განცხადებები სამ კატეგორიად შეიძლება დაიყოს:ტყუილები, ბოროტებები და სალომეები.

"ტყუილებით დავიწყოთ: მესაკუთრის ცვლილებით არ შეცვლილა სარედაქციო პოლიტიკა, რუსთავი 2 კვლავ ძლიერი ოპოზიციური არხია – განაცხადა სალომემ. კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც სალომემ თქვა, გავრილოვის ღამეს ეხებოდა. პრეზიდენტმა თქვა, რომ ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგა და პარლამენტთან შეტაკებები შემდეგ მოხდა",-განმარტა მშვილდაძემ. 

რაც შეეხება კატეგორია - ბოროტებებსმშვილდაძის განმარტებით, ამ მხრივ გამორჩეულია ის ფაქტი, რომ ზურაბიშვილის თქმით, საქართველო ოკუპაციის შესახებ კანონის გვერდის ავლით აპირებს, რომ რუსეთის დელეგაციის ისეთ წევრებს უმასპინძლოს, რომელთაც შესაძლოა ეს კანონი დარღვეული ჰქონდეთ.

"ბოროტებებიდან გადავიდეთ სალომეებზე: პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტად მოიხსენია...ხალხს სალომე შემოახაზინეს და თვითონ სალომეს ივანიშვილი შემოუხაზავს",-აღნიშნა მიშა მშვილდაძემ. 

გადაცემის კიდევ ერთი მთავარი თემა ამერიკელი კონგრესმენების განცხადებები გახლდათ. მიშა მშვილდაძემ ამჯერად პიტ ოლსონის სიტყვით გამოსვლაზე ისაუბრა და მის მწვავე კრიტიკაზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ. 

"ხომ ვამბობდი მალე გინებაზე გადმოვლენ-მეთქი? უფრო სწორად, ამას გინება არ სჯობდა? მეორე ვარიანტია – ოცნებას ან დარხეული აქვს, ან ძალიან დარხეული",-აღნიშნა მშვილდაძემ. 

გადაცემის ავტორისთვის საინტერესო აღმოჩნდა საქართველოს ის ისტორიული ფაქტებიც, რომლის მიხედვითაც ქვეყანას შეცდომები ადრეც დაუშვია. ასევე მშვილდაძე შეეცადე მოეყვანა კონკრეტული მაგალითები იმის განსამტკიცებლად, რომ არ არსებობს სულელური განცხადებები, თუკი ამ განცხადებას შესაფერის მთქმელს ვუპოვით.

"სალომე ზურაბიშვილი: ოკუპაციის შესახებ კანონის მიუხედავად რუსეთის დელეგაციას მაინც ვუმასპინძლებთ. ეს უნდა ეთქვა საერთაშორისო ორგანიზაცია სტალინის ხელმძღვანელს, გრიშა ონიანს. მართლა არსებობს ეგეთი ორგანიზაცია და გრიშა ონიანიც",- აღნიშნა მშვილდაძემ. 

გადაცემის მეორე ნაწილში კი წამყვანმა სპეციალურ სტუმართან გიორგი ვაშაძესთან ერთად მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები მიმოიხილა. დასასრულს კი კონკრეტული ამბავი გაიხსენა:

"ერთ-ერთმა გამოცემამ ინტერვიუ ჩაწერა ქართველთან, რომელიც ჩინეთში, უჰანში ცხოვრობს, სადაც კორონა ვირუსი მძინვარებს და საქართველოში დაბრუნებაზე ჰკითხეს, რაზეც პასუხი იყო ასეთი: კატეგორიულად არ მინდა ჩამოსვლა! კორონა ვირუსის ეპიცენტრიდანაცკი არ უნდა ხალხს საქართველოში დაბრუნება. გრცხვენოდეს ქართულო ოცნებავ!',-აღნიშნა მიშა მშვილდაძემ. 


close დახურვა