logo
ENG



მიშა მშვილდაძე: ხელისუფლება ძალის და ცინიზმის დემონსტრირების მეტს არაფერს არ აკეთებს

18 ნოე 201918:33
3 წუთის საკითხავი
 
ft86uzagdxobo6q.jpg

რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება აქციის ორგანიზატორი მიშა მშვილდაძე. მისი განცხადებით, ხელისუფლება ძალის და ცინიზმის დემონსტრირების მეტს არაფერს არ აკეთებს.

მშვილდაძის განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია. ისინი ისეთი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ, სადაც ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შესაძლებლობა გაჩნდება.

„ხელისუფლებას უნდოდა ძალის დემონსტრირება. ხელისუფლება ძალის და ცინიზმის დემონსტრირების მეტს არაფერს არ აკეთებს. მოვიდნენ წყალი შეგვასხეს, რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მაგრამ ჩვენ აქ პარლამენტის წინ ვიმყოფებით. მათ არავითარი უფლება არ აქვთ, რომ აქ ვინმე შეგვეხოს

როცა ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, როცა ყველა ნეიტრალური ორგანიზაცია მოგიწოდებს, რომ ძალა არ გამოიყენო და შენ ვერ იკავებ თავს ეს სისუსტის და შიშის ნიშანია. ეშინია ხელისუფლებას და ძაან სწორსაც შვრება. ჩვენი მოთხოვნაა არჩევნები დაინიშნოს, სადაც ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შესაძლებლობა გაჩნდება,“ - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.


close დახურვა