logo
ENG



მიშელის დოკუმენტის ვალდებულებებთან მიბრუნებაში ზურაბიშვილმა ოცნება ვერ დაარწმუნა

02 აგვ 202120:24
3 წუთის საკითხავი
 

ერთკვირიანი დაგვიანებით პრეზიდენტმა პოლიტიკური ძალები სწორედ იქ შეკრიბა, სადაც დღეს უკვე გაუქმებული დოკუმენტი პომპეზურად გააფორმეს. შარლ მიშელის დოკუმენტის ვალდებულებებთან მიბრუნებაში სალომე ზურაბიშვილმა ქართული ოცნება ვერ დაარწმუნა. უცვლელია ხელისუფლების ოპონენტების პოზიციებიც. ათონელის სასახლეში სტრატეგია აღმაშენებელი პროტესტის ნიშნად არ მივიდა, ნაციონალური მოძრაობა არ დაპატიჟეს, - ასეთ ფონზე გამართული შეხვედრების შემდეგ - პრეზიდენტმა ანულირებულ დოკუმენტზე პირველი განცხადება უნდა გააკეთოს. 


close დახურვა