![მიშელი: ევროპული საბჭო 30- 31 მაისს შეხვდება, განრიგშია თავდაცვა, ენერგეტიკა და უკრაინა](/uploads/news/შარლ მიშელი1.jpg)
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს სპეციალური შეხვედრა 30 და 31 მაისს გაიმართება.
მიშელის თქმით, შეხვედრების განრიგის მიხედვით ყურადღება დაეთმობა თავდაცვას, ენერგეტიკისა და უკრაინას.
"როგორც ვერსალისა და ევროპული საბჭოს წინა შეხვედრისას განვიხილეთ, ევროპული საბჭოს სპეციალური შეხვედრა 30 და 31 მაისს გაიმართება.
განრიგში განსაკუთრებული ადგილი აქვს თავდაცვას, ენერგეტიკასა და უკრაინას", - ტვიტერზე წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.
As discussed in Versailles and during the last European Council, a special European Council will take place on 30 and 31 May.
— Charles Michel (@eucopresident) April 8, 2022
On the agenda notably defence, energy and Ukraine. #EUCO