logo
ENG



მიხაილ როთის თქმით, 11 ნოემბერს საქართველოში EU-ის 8 ქვეყნის დელეგაცია ჩამოვა

08 ნოე 202414:04
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/08/9ars694kg23j33c.jpg

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი ამბობს, რომ 11 ნოემბერს საქართველოში ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაცია ჩამოვა.

კერძოდ, თბილისს ეწვევიან: ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის კომიტეტების თავმჯდომარეები.

"საქართველო და მისი ხალხი ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. ჩვენ ვართ ერთგული თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსი, ევროპის გულში. გაყალბებული არჩევნების შემდეგ ჩვენ შეშფოთებული ვართ მიმდინარე მოვლენებით", - წერს ის X-ზე.


close დახურვა