იქნება თუ არა მიხეილ სააკაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან. მესამე პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, საჭიროა ოპტიმალური კანდიდატის პოვნა, რისთვისაც ჯერ კიდევ არის რამდენიმე თვე. სააკაშვილს ამ ეტაპზე უფრო მეტად პარტიის ერთიანობისა და პოლიტსაბჭოს საკითხი აღელვებს.