მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი გადაიდო. შემდეგი სხდომა 9 იანვარს 12:00 საათზე გაიმართება.
მიმდინარე სასამართლო საქმის ფარგლებში, მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საკითხზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.