დაუდასტურდება თუ არა მესამე პრეზიდენტს ძვლის ტუბერკულოზი. ექიმების ეჭვებს დამატებითმა კვლევებმა უნდა გასცეს პასუხი. სწორედ კვლევების საჭიროებამ განაპირობა კონსილიუმის ერთი დღით გადადება. შეკრება ხვალ გაიმართება და მას მოწვეული ექიმებიც დაესწრებიან. კვირის ბოლოს ემპათია დასკვნას გამოაქვეყნებს. ცენტრი რამდენიმე თვეა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას იკვლევს.