logo
ENG



მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და დახმარებას სთხოვს

12 დეკ 202212:13
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს წერილით მიმართავს.

წერილში ექსპრეზიდენტი მაკრონს დახმარებას სთხოვს და აღნიშნავს, რომ "კვდება, ბევრი დრო არ აქვს". 

"le Monde-ს, მის მკითხველებს და კონკრეტულად პრეზიდენტი მაკრონს

მე მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვიბრძოდი თავისუფლებისთვისა და რეფორმებისთვის საქართველოსა და უკრაინაში და რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ. პუტინი მე მის ერთ-ერთ მთავარ მტრად მიმიჩნევს. ის საჯაროდ დამპირდა რომ მომკლავდა. ახლა მე ვარ ციხეში, როგორც ერთ-ერთი მისი პირადი პატიმარი. ამერიკაში დაფასებულმა ტოქსიკოლოგებმა დაასკვნეს, რომ მე ციხეში მომწამლეს.

მოწამვლისა და აღრიცხული წამების ფაქტების შემდეგ, ექიმებმა შეაჯამეს, რომ თუ მე დავრჩები პატიმრობაში, უფრო სწრაფად მოვკვდები. მე უკვე დავკარგე ჩემი წონის მესამედი. მე არ შემიძლია გადაადგილება, ჩემი ტვინი დაზიანებულია.

მე მჭირდება რეაქციები მსოფლიოსგან, რადგან მე ვკვდები, ბევრი დრო არ მაქვს.

მე პრეზიდენტი მაკრონის და საფრანგეთის მოსახლეობის იმედი მაქვს", - ვკითხულობთ წერილში.

გასულ კვირას ფრანგმა ევროპარლამენტარმა რაფაელ გლუკსმანმა თქვა, რომ ევროპარლამენტი მომავალ კვირაში აპირებს მობილიზდეს იმისთვის, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპულ საავადმყოფოში გადაიყვანონ.


close დახურვა